ვითარება გორის ჰოსპიტალთან

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი უკრაინის რადას დეპუტატმა მოინახულა. ლიზა იასკოს შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. კლინიკის დატოვების შემდეგ, იასკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

დღესვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ „ემპათიას“ კონსილიუმის წარმომადგენლები შევლენ, მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნა უნდა მოამზადონ.