7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო 

თბილისის საქალაქო სასმართლომ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის განხილვა დაიწყო.

სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბრალდებულმა მესამე პრეზიდენტმაც. ის დილით სასჯელაღსრულების სამსახურმა თბილისში გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადმოიყვანა. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. ბრალდებულს პროცესზე ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და ის არ უნდა იჯდეს ციხეში. სააკაშვილის სიტყვა დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა. 7 ნოემბრის მოვლენებზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მაშინ მიმდინარე პროტესტის და ბადრი პატარკაციშვილის უკან იდგა კრემლი და პუტინის რეჟიმი. აქციის დაშლის შესახებ კი თქვა, რომ პროცესებს ის ტელევიზიით ადევნებდა თვალს, ოპერაციას კი მართავდა შინაგან საქმეთა მინისტრი. უშუალოდ მას რაიმე დირექტივა არავისთვის მიუცია. სიტყვის დასრულების შემდეგ პროცესზე გამოცხადდა შესვენება. სხდომის განახლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დარბაზში აღარ დაბრუნებულა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პროცესს თეონა ხუბულავა აშუქებს.