სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.

მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტთან იმყოფებოდა მისი ადვოკატი, ასევე დეპუტატი ეკა ხერხეულიძე. მიხეილ სააკაშვილს ხვდება გიული ალასანია. ეკა ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ ფორმატში გაიმართოს შეხვედრა ეროვნული შერიგების საკითხზე, რათა ქვეყანაში დასრულდეს დაპირისპირება. ეკა ხერხეულიძე უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის იდეაზეც საუბრობს.