სააკაშვილის საქმე - განცხადებები გორის ჰოსპიტალთან 

მიხეილ სააკაშვილი მორიგი სასამართლო პროცესისთვის ემზადება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს მისი ადვოკატი ნიკა გვარამია ხვდება. ხვალ 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. მას პირველად დაესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა ის აუცილებლად მივა სხდომაზე და ისაუბრებს ისეთ ფაქტებზე, რაც ბრალდების არგუმენტებს სრულად გააბათილებს. ბრალდებული და მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში ადვოკატების გარდა დღეს ოჯახის წევრებმა და დეპუტატმა მოინახულეს.