სამი ტერაქტი ერთ დღეში - 40 დაღუპულს შორის ცხრა მედიის წარმომადგენელია
ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე მედიის ისტორიაში.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული ტერაქტების სერიას, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის ცხრა წარმომადგენელი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული მათი თანამშრომელია.
სამი ტერაქტი ერთ დღეში. 40 დაღუპული, მათ შორის სკოლის 11 მოსწავლე. ეს მხოლოდ დღევანდელი სტატისტიკაა.
აპრილში ავღანეთის სხვადასხვა ქალაქში ტერორისტულმა თავდასხმებმა ჯამში 230 ადამიანი შეიწირა.