სამი ტერაქტი ერთ დღეში - 40 დაღუპულს შორის ცხრა მედიის წარმომადგენელია

ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე მედიის ისტორიაში.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული ტერაქტების სერიას, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის ცხრა წარმომადგენელი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული მათი თანამშრომელია.

სამი ტერაქტი ერთ დღეში. 40 დაღუპული, მათ შორის სკოლის 11 მოსწავლე. ეს მხოლოდ დღევანდელი სტატისტიკაა.

აპრილში ავღანეთის სხვადასხვა ქალაქში ტერორისტულმა  თავდასხმებმა ჯამში 230 ადამიანი შეიწირა.