ავღანეთში ტერაქტს 11 მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა

15:25, 30.04.2018

ავღანეთის პროვინცია ყანდაღარში ტერაქტს 11 მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

სამიზნეს რუმინეთის შეიარაღებული ძალების კოლონა წარმოადგენდა, რომლებიც ქვეყანაში ნატოს “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში იმყოფებიან. ტერაქტის შედეგად 6 სამხედრო პირი დაშავდა.

ეს დღეს რიგით მესამე ტერორისტული თავდასხმაა ავღანეთში.

ქაბულში დილის საათებში მომხდარ ორ ტერაქტს 29 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მედიის 9 წარმომადგენელი.

მსგავსი