სამი დღე უკანონო პატიმრობაში

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული ხუთი ახალგაზრდა დაკავების დეტალებზე საჯაროდ პირველად საუბრობს.

როგორც ირკვევა, ყაზბეგში, ყელიწადის ტბის დასალაშქრად წასულ მეგობრებს უკან დაბრუნებისას გზა აერიათ. ახალგაზრდების მონაყოლის მიხედვით, რუსმა სამხედროებმა ისინი ოკუპირებული ჯავის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს. მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობას ან ზეწოლას უარყოფენ. 25 აგვისტოს დაწყებული ლაშქრობა 28 აგვისტოს ცხინვალის ე.წ. იზოლატორში მოხვედრით დასრულდა.