სამეცნიერო წრეების აღიარებით, მეღვინეობა მსოფლიოში საქართველოდან გავრცელდა

სამეცნიერო წრეების აღიარებით მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკაში ჩატარებული კვლევით დადასტურდა.

სტატია ერთ-ერთმა სამეცნიერო გამოცემამ უკვე დაბეჭდა სადაც აღნიშნულია, რომ თბილისიდან 50 კილომეტრში მდებარე ანტიკურ სოფლებში, სახელად გადაჭრილი გორა და შულავერის გორა, ღვინით გაჟღენთილი ქვევრი და სხვა თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც 80 საუკუნით თარიღდება.