ქართული ღვინო London Wine Fair -ზე

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ღვინოები ლონდონში, გამოფენა London Wine Fair -ზე იქნება წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილე 40 ქვეყანა ვიზიტორებს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ღვინოს შესთავაზებს. ქვეყნები ერთმანეთს მეღვინეობის განსხვავებულ ტექნიკებს, ინდუსტრიის ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებს გაუზიარებენ. ჩატარდება თემატური სემინარები/მასტერკლასები. წელს, London Wine Fair-ში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან 6 მცირე მეღვინეობა მონაწილეობს. ღვინოებს ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ ,GRETA-ს ფარგლებში წარადგენენ.