რთველი 2022-ის სამზადისი - შეხვედრა პრემიერთან

მევენახეების სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. რთველი 2022-ის მოსამზადებელი შეხვედრის მონაწილეებმა, მთავრობის ადმინისტრაციაში – პრემიერს განუცხადეს, რომ მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.