სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. შეხვედრას საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდულ ცენტრში ის კანონპროექტი განიხილეს, რომელიც სათამაშო ბიზნესში გარკვეული რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს.
პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.