სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა. მათ შესაბამისი მოწმობები და ჯვრები გადაეცათ. მოგვიანებით კი ისინი კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა.
საყოველთაო ნათლობის იდეა ილია მეორეს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მისი უწმინდესობა ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.