ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მდინარე რიონში. გუშინ გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა დაიწყო. ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ ნიკა ანთიძე მდინარეში ერთი თვის წინ გაუჩინარდა.