პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ - მხარეთა პოზიციები 

გუშინდელისგან გასხვავებით, დღეს რიონის ხეობაში დაპირისპირება აღარ მომხდარა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ინვესტორი კომპანიის სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას ისევ არ აძლევენ, თუმცა აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ კომპანიის მუშახელი ჰესის მშენებლობის ადგილზე პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ. კომპანია ნამოხვანში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას უარყოფს. საპირისპიროს ამტკიცებენ აქციის მონაწილეები. რიონის ხეობის მცველები ინვესტორთან ან ეკონომიკის მინისტრთან რაიმე სახის მოლაპარაკებას გამორიცხავენ, ხელისუფლებასთან დიალოგისთვის კი მზად არიან, თუმცა წინაპირობად სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის გახსნა და რკინის ბარიერების დემონტაჟი სახელდება.