სამძებრო სამუშაო რიონის ხეობაში

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დაიწყო გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ახლობლები.

ანთიძე ერთი თვის წინ გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღებით იყვნენ. აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.