რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დრომდე გუმათის დასახლებაში იმყოფებიან. ისინი სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა იქ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ. გუმათში რჩებიან სამართალდამცველები, რომლებსაც სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გზა რკინის კონსტრუქციით აქვთ გადაკეტილი.

მოამბე