სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორის პირველი სამუშაო დღე.
ბესიკ ამირანაშვილი სოზარ სუბარმა უკვე წარადგინა. მისივე განცხადებით, მთავარი გამოწვევა რეგიონში ეკონომიკური პრობლემებია. გეგმის მიხედვით გუბერნატორი ყველა მუნიციპალიტეტში ჩავა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ბესიკ ამირანაშვილი საკადრო ცვლილებებს სამხარეო ადმინისტრაციაში არ გეგმავს.