რეგიონში ახალგაზრდობის განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, ახალციხეში „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი“ მოეწყო.
ფორუმი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ ინიციატივით ჩატარდა. რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია რეგიონის დონეზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, ასევე სექტორთ-შორისი დიალოგის მხარდაჭერა.
ღონისძიებას ახალგაზრდებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.