მწვერვალ თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
გარდაცვლილია უცხოელი ტურისტი. ის ნაპრალში ჩავარდა და მის ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს. რაც შეეხება ექსპედიციის მონაწილე კიდევ ხუთ ტურისტს, ორი მათგანი დაშავებულია, დანარჩენი სამის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს. საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრში SOS-შეტყობინება გუშინ შევიდა. მალევე, ტურისტების დახმარების მიზნით, მოხდა ძალების მობილიზება, დადგინდა ლოკაცია და მაშველთა ჯგუფი მწვერვალისკენ ფეხით გაემართა. რამდენიმე საათის წინ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო.