მთელი მსოფლიოს ყურადღება დღესაც ტაილანდისკენ იყო მიმართული. რვა მოზარდი მიწისქვეშეთიდან გამოყვანილია.
საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ნაწილობრივ დატბორილი გამოქვაბული უცხოელი მყვინთავების დახმარებით დატოვეს. ოთხი ბავშვი კი მწვრთნელთან ერთად ისევ მღვიმეში, მიწის ზედაპირიდან რამდენიმე ათეული მეტრის ქვემოთ რჩება.
სარისკო ოპერაცია რამდენიმე საათში უნდა გაგრძელდეს.
თავდაპირველად ბავშვების ევაკუაციის სხვა გეგმა განიხილებოდა, თუმცა გამოქვაბულში ჟანგბადის დონის დაწევის შემდეგ გეგმა შეიცვალა.