სავალდებულო ევაკუაცია დონეცკის რეგიონიდან

უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო. „პირველი მატარებელი კროპივნიცკში დღეს ჩავიდა – ტერიტორიას ტოვებენ ქალები, ბავშვები, და მოხუცები. ყველას დავხვდით და დავაბინავეთ“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა ვერეშჩუკმა. შეგახსენებთ, რომ დონეცკის რაიონიდან სავალდებულო ევაკუაცია უკრაინის ხელისუფლებამ ზამთრის სეზონის მოახლოებას დაუკავშირა. კიევში აცხადებენ, რომ დონეცკის რაიონში, რომლის ერთ ნაწილს კიევი აკონტროლებს, ხოლო მეორე რუსეთს აქვს დაკავებული, საბრძოლო მოქმედებების გამო, გათბობა და ელექტროსისტემები დაზიანებულია, რის გამოც, ზამთარში მოქალაქეების იქ დარჩენა შეუძლებელია. უკრაინის ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების ტრანსპორტირებაზე, განსახლებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე. სავალდებულო ევაკუაციის შემდეგ, მოქალაქეს დროებით გადაადგილებული პირის მოწმობას მისცემენ. ის ადამიანები, ვინც სავალდებულო ევაკუაციაზე უარს იტყვიან, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ თავად აგებენ პასუხს საკუთარი და ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.