ვითარება ისრაელში

პალესტინელები ჩრდილოეთ ღაზას ტოვებენ – ისრაელი კი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მანამდე კი ანკლავზე საჰაერო იერიშებს არ წყვეტს და „ჰამასის“ ორი მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება. მოსახლეობის სამხრეთისკენ ევაკუაციისთვის ისრაელი ორ დერეფანს ტოვებს. ვინც უარს იტყვის ევაკუაციაზე, საკუთარ თავსა და ოჯახს საფრთხეში ჩააგდებს – აფრთხილებს ღაზის მცხოვრებლებს ისრაელის არმია.

ისრაელის ხელისუფლება პირობას დებს, რომ დაჯგუფება „ჰამასს“ გაანადგურებს შაბათს განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის საპასუხოდ, რომლის შედეგად ისრაელში 1 300 ადამიანი მოკლეს. ამ დრომდე უცნობი რჩება „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ათობით მოქალაქის ბედი. გატაცებულთა ოჯახის წევრები მთავრობას მათი სახლებში უვნებლად დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

ქეთი ჩოხელი და ბოლო ინფორმაცია ისრაელიდან.