ხანძარს რუსეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ კოსტრომაში, კლუბ „პოლიგონში“ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, დაშვებულია ოთხი ადამიანი. კლუბის შენობაში ცეცხლი შუაღამით, დაახლოებით 2:30 წუთზე გაჩნდა. შენობიდან 250 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსული მედია წერს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელმაც კლუბში, სავარაუდოდ, ხანძარი განზრახ გააჩინა.