სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა. ზვავში მსუბუქი ავტომანქანაა მოყოლილი, რომელშიც სავარაუდოდ, ერთი ადამიანი იმყოფებოდა.