ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებთან დაკავშირებით ის რეკომენდაციები შეასრულოს, რომელიც ქვეყანას ამერიკამ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ მისცეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამადაშვილმა განაცხადა, საქართველოს რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია როგორც ამერიკიდან, ისე ევროპიდან. ვიზიტების მთავარი თემა საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების მომავალი იყო. როგორც დეპუტატი განმარტავს, რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა და მოსყიდვა ხდება.