საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში

როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიცემულ საშინაო დავალებას – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ინფორმაციას მმართველი გუნდის დეპუტატებისგან პირადად იღებენ. უკვე დასრულდა ირაკლი კობახიძის და ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა ასამბლეის მომხსენებლებთან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ მწვავე ანგარიში გამოაქვეყნეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ანგარიშში გამოთქმული შეფასებების მიმართ საკუთარი შენიშვნები დააფიქსირა და მომხსენებლებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესზე დეტალურად ესაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის პროექტებზე, რომლებზეც ქართული მხარე ახლა ვენეციის კომისიის დასკვნებს ელოდება. ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის სწორედ ეს ორი მიმართულებაა პოლიტიკურ წრეებში ყველაზე სადავო.