იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის განხილვის დროს 11 ოპოზიციონერ დეპუტატს, გაფრთხილების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. ესენი არიან: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, თამარ კორძაია, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, ხატია დეკანოიძე, ნიკა მაჭუტაძე და თინათინ ბოკუჩავა. ტექნიკური შესვენების დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ანა წითლიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის.