ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს

პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე „ლელო“ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დღეიდან იწყებს. პროცედურის დასაწყებად მათ სხვა დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მთავრობას კორუმპირებული მეთაური ჰყავს, რაც, მისი თქმით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი მის თანამდებობასა და სამთავრობო თვითმფრინავებს ბოროტად იყენებს. ოპოზიციის ნაწილი „ლელოს“ ინიციატივას მხარს არ უჭერს, მეორე ნაწილი კი „ლელოს“ მოთხოვნის ხელმოწერას გეგმავს.