ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერია ცნობილი ქართული კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაში.
„ბიუ ბიუს“ ნაწარმში ლაბორატორიული კვლევების დროს სალმონელას ჩხირი აღმოაჩინეს. შესაბამისმა უწყებამ მონიტორინგის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთ რესტორანში 11-მა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო. კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს ქათმის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სურსათის სააგენტოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.