სალმონელას ჩხირები ბავშვის ფრანგულ საკვებში

საფრანგეთში წარმოებული რძის ფხვნილი “სელია”, რომელიც საქართველოშიც ჩვილ ბავშვთა კვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია, ჯანმრთელობისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს. სალმონელას ჩხირი ფრანგული კომპანია “ლაქტალისის” მიერ წარმოებულ იმ პროდუქციაში  შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც თებერვლის შემდეგ არის გამოშვებული. საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე “ლაქტალისის” ქარხანა, სადაც, სავარაუდოდ, დაბინძურება მოხდა, რძის ფხვნილს სარეალიზაციოდ 30-მდე ქვეყანას აწვდის, მათ შორის, საქართველოს. საფრანგეთის ხელისუფლება უკვე ავრცელებს  იმ პროდუქტების ვრცელ სიას საიდენტიფიკაციო ნომრებით, რომელთა გაყიდვა და ექსპორტი იკრძალება.

მას შემდეგ, რაც ამ სკანდალმა საერთაშორისო მედია მოიცვა,  ქართულ ბაზარზე არსებულმა სააფთიაქო ქსელებმა „სელიას“ რეალიზაცია შეწყვიტეს. საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ბაზრიდან  პროდუქციის გამოთხოვის პროცესი დაწყებულია.