საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ბიზნესისთვის

სახელმწიფო ბიზნესმენებს დაკრედიტების ახალ მექანიზმს სთავაზობს.

მთავრობა ბანკებიდან სესხის აღებაში დაეხმარება იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოება სურთ. სახელმწიფოს დახმარება კი საბანკო საგანარტიო უზრუნველყოფით გამოიხატება.

ბიზნესმენები ახალი პროგრამით სესხების აღების გამარტივებას პროგნოზირებენ. სწორედ საკმარისი საბანკო გარანტიის არქონა სახელდება წლების განმავლობაში მათი ეკონომიკური საქმიანობის შემაფერხებელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად.

 

დატოვე კომენტარი