პოლიტიკური დღის წესრიგში რჩება ვაჟა გაფრინდაშვილზე საკრებულოს დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული ფეისბუქ-სტატუსი.
პოსტის შინაარსის დაგმობის შემდეგ მმართველმა პარტიამ ერეკლე კუხიანიძეს საპარლამენტო უმრავლესობის რიგები და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საკმარისი არ არის ოპოზიციისთვის, რომელიც დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტას მოითხოვს. თუმცა, კუხიანიძე არ აპირებს საკუთარი ნებით განცხადების დაწერას, რაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია.
ჯერ ისევ მოქმედი დეპუტატი, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ცნობილი ტრავმატოლოგი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა, დღეს განცხადებებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან აკეთებდა.