მიხეილ გრემელაშვილის სასამართლო პროცესი

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი – ოჯახში ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

მიხეილ გრემელაშვილმა მეუღლესა და 18 წლის შვილს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანი, შვიდი წლის შვილის თანდასწრებით. შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და ოჯახის წევრებს  მოკვლით დაემუქრა. მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მეუღლესა და შვილებს სახლის დატოვება მოსთხოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს დეპუტატს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.