საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა ზუგდიდშიც. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” სიის პირველი ნომერი მამუკა წოწერია აირჩიეს. მას მხარი 40-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგი იყო. საკრებულოში, უმრავლესობით მმართველი პარტიაა წარმოდგენილი.
ახალი საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა გორშიც. თავმჯდომარედ დავით რაზმაძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 34 დეპუტატმა მიიღო. დავით რაზმაძის კანდიდატურას 33-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და “შენების მოძრაობის” წევრებს. კენჭისყრის დროს პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ სამივე წევრმა დატოვა.