მუსიკალური საღამოები რეგიონებში

ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მუსიკალური საღამო გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერონ და შეიძინონ. პარალელურად, გასართობი ღონისძიებები დაიგეგმა პატარებისთვის, მათ განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. ასევე, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა. ღონისძიებისთვის ემზადებიან მარნეულშიც, სადაც ვიზიტორებს 19 საათიდან უმასპინძლებენ. საღამოს კონცერტი დაასრულებს. მუსიკალური საღამოები ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება.