დღეიდან თბილისს ახალი გენ-გეგმა აქვს.
მერიის მიერ რამდენჯერმე დაწუნებული და სამწლიანი მუშაობის შემდეგ შეთანხმებული დოკუმენტი დღეს საკრებულომ ურთიერთბრალდებების ფონზე დაამტკიცა. ოპოზიციის კრიტიკა სითი-ინსტიტუტის ავტორობით მომზადებული დოკუმენტის იმ ნაწილს მოჰყვა, რომელიც რეკრეაციულ ზონებს ეხებოდა. უმრავლესობის დეპუტატებმა კი კითხვები ძირითადად ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებთან და მზიურის ტერიტორიასთან დაკავშირებით დასვეს.
გენო ოსიყმაშვილი ადევნებდა თვალს საკრებულოში მიმდინარე ხმურიან განხილვას.