დღეიდან, 2 დეკემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ „პისიარ“ კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად, რვადღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდის მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ბავშვთა ცხელი ხაზი 111 მოემსახურება.
საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ უფრო დეტალურად გენო ოსიყმაშვილი ისაუბრებს.
მოამბე