ხვალიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება. შესრულდება მხოლოდ ის ფრენები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, „საქართველოს ავიახაზები“ ახორციელებს. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ამასთან, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მიმდებარედ, დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა.
კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ – ანა ბროლაძე თემის დეტალებით.