„სახლი სოფლად“ - პროექტი დევნილი ოჯახებისთვის

უახლოეს პერიოდში საცხოვრებელი ფართებით კიდევ 600  დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. მათთვის სხვადასხვა რეგიონში კერძო სახლების გადაცემა იგეგმება.

საუბარია იმ პროგრამაზე, რომელიც რეგიონებში უკვე აშენებული სახლების დევნილებისთვის შეძენას გულისხმობს. 2025 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი იზრდება, შესაბამისად, სახლებს უფრო მეტი დევნილი მიიღებს. იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების ამ პროგრამით უკვე 11 000-მდე ოჯახმა ისარგებლა. ცალკეა ახალ აშენებულ კორპუსებში ბინებით დაკმაყოფილების პროგრამა, რომლის ფარგლებში მომავალ წელს ხუთ ქალაქში საცხოვრებელი ფართები კიდევ 13 000-ს ოჯახს გადაეცემა.