მთავრობის სხდომა

500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა – გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საცხოვრებელი ფართები და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მფლობელობაში ქვეყნის დიდ ქალაქებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას გადაეცა.

პროექტზე ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივად იმუშავეს იმისთვის, რომ დევნილების სტატუსის შეფასება სწორად მომხდარიყო და დაედგინათ, რომ ოჯახები ფართებს არა კომერციულად, არამედ საცხოვრებლად იყენებდნენ.