სახლების გადაცემა დევნილებისთვის

251 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს. საცხოვრებელ ფართს მათ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალ აშენებულ კორპუსებში გადასცემს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა. 251 დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც უახლოეს დღეებში ბინის გასაღები გადაეცემათ, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.