პროექტი „სოფლად სახლი“

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე ბინა 1300-მდე ოჯახს გადაეცა.

დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებელ ადგილას, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანმა მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. სახლების, დიდ ნაწილს, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
2025 წლის ბოლომდე, სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში ექვსი ათას დევნილ ოჯახს შეუსყიდის.