14 ნოემბრიდან ახალ აშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. დოკუმენტების მიღება 1-ელ თებერვლამდე გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.