სახლები ლანჩხუთში, რომელთა სარდაფებშიც წლებია, წყალი დგება

ლანჩხუთში, მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი სახლების სარდაფებში წყალი დგას და პრობლემა შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ პრობლემების შესახებ ინფორმირებულები არიან. თეა აბსარიძე არკვევდა, როდის შეძლება გამოსწორდეს ეს და სხვა საკითხები, რომლებიც ლანჩხუთში კუპრეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს აწუხებთ.