ცხოველური ნარჩენები, შესაძლოა, სახიფათო და მომაკვდინებელ ინფექციურ ნარჩენად გარდაიქმნას. უფრო მარტივად რომ ავხსნა, განსაკუთრებით სოფლებში, როდესაც დღესასწაულებზე ძროხას, ცხვარს ან ღორს დაკლავთ და ნარჩენებს სადღაც მინდორში, ტყეში ან სანაგვეზე გადაყრით, ეს კანონით ისჯება, დაახლოებით 500 ლარით, რადგან თქვენი დაყრილი ნარჩენის ხრწნის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები ხვდება მიწის გრუნტში, აქედან კი შესაძლოა აღმოჩნდეს სასმელ წყალში.
ქოლერა, ჯილეხი, შავი ჭირი და ტულარემია – კაცობრიობის ისტორიაში ოთხი ყველაზე საშიში დაავადების წყარო სწორედ ცხოველური ნარჩენებია.