17 დღე ცხინვალის პასუხის მოლოდინში

21:10, 11.03.2018

არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან 17 დღის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორიდან ცხედრის გადმოცემას ამ დრომდე უშედეგოდ ველოდებით.

მოლაპარაკებების პროცესში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.

7 მარტს, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მიერ, ჟენევის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ცხედრის გადმოცემის თარიღის შესაძლო ვერსიებიც კი აღარ ვრცელდება.

საერთაშორისო მხარდაჭერის და გამოხმაურებების მიუხედავად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება.

 

მსგავსი