გაერო-ს ანგარიში - იემენი შიმშილის ზონა

გაერო იემენთან დაკავშირებით შემაშფოთებელ პროგნოზს აქვეყნებს. 2021 წელს ნახევარ მილიონამდე იემენელი ბავშვი, შესაძლოა, შიმშილით დაიღუპოს, წერია საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში.

გაერო-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იემენისთვის განკუთვნილ დახმარების გეგმას ფინანსური დანაკლისი აქვს, რაც ქვეყნის მოსახლეობას მასშტაბური საფრთხის წინაშე აყენებს. ბავშვთა შიმშილის მაჩვენებელი იემენში გასულ წელთან შედარებით, 22 პროცენტითაა გაზრდილი. ჰუმანიტარული კატასტროფის მთავარი მიზეზები ომი, ქოლერის ეპიდემია და ახლა უკვე „კოვიდ-19“-ის პანდემიაა.