თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკა

21:46, 25.11.2026

მაღალტექნოლოგიური აპარატურა, ხარისხის თანამედროვე სტანდარტი და გამარტივებული ხელმისაწვდომობა სერვისებზე – თბილისში თოდუას სახელობის ახალი ქირურგიული კლინიკა გაიხსნა.

ცხრა სართულიანი ქირურგიული კლინიკა რეგიონში უალტერნატივოა და პაციენტებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის. ახალი კლინიკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ ესწრებოდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, სწორედ ამიტომ პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია სამედიცინო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

მსგავსი