ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, საქონლის ხორცი კერძო სახლში დაამუშავეს.

სამი პაციენტიდან ერთი ბინაზე, ორი კი სტაციონარში მკურნალობს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც პირველ არხს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები გავიდნენ, აიღეს პათოლოგიური სინჯები და დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.